English / ქართული / русский /
ზურაბ ნოზაძე
მდგრადი განვითარება და მისი ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური საკითხები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია მდგრადი განვითარების ჩამოყალიბების არსი და მისი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ცხოვრეის დონის ამაღლების საქმეში. გაანალიზებულია მდგრადი განვითარების ძირითადი კომპონენტები როგორიცაა: ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური. მოცემულია კონკრეტული წინადადებები მათუ გაუმჯობესებისათვის და ეფექტიანობის ამაღლებისათვის. ჩამოყალიბებულია მდგრად განვითარებაზე გადასვლის მთავარი პრინციპები. ყველაფერი ეს ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები საშუალებას მოგვცემს უფრო მაღალ დონეზე განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის ცხოვრების დონე, აგრეთვე უსაფრთხოება.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ეკოლოგიური განვითარება, სოციალური განვითარება, ცხოვრების დონე, ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური ზრდა, კონცეფცია, პრინციპები, ბუნებათსარგებლობა.

შესავალი

თანამედროვე პირობებში კაცობრიობის მთავარი პრობლემა არის სამი უმთავრესი კრიზისის: ეკონომიკური, სასურსათო და ეკოლოგიური კრიზისის გადალახვა, ამ პრობლემის გადაჭრისათვის საერთაშორისო თანამეგობრობამ გაატარა მრავალი ღონისძიება. შეიმუშავა კონკრეტული კონვენციები, იურიდიული, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური დოკუმენტები, რომელთა გათვალისწინება და გაზიარება საშუალებას მოგვცემს დავძლიოთ ეს წამოჭრილი პრობლემა, რომ ამაზე დაყრდნობით ავამაღლოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე, გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური სიტუაცია და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის მყარი საფუძველი შეიქმნას.

საერთასორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა რიო-დეჟანეიროში 1992 წელს მიღებული იქნა მნიშვნელოვანი დოკუმენტები რაც ეხებოდა ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების კონცეფციას. ეს დოკუმენტები წარმოადგენენ პროგრამას რომელზე დაყრდნობითაც ხორციელდება მდგრადი განვითარება მისი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვასაზრისით.

XXI საუკუნის დღის წესრიგში დგას, რომ განვიხილოთ ვარიანტები და დავსახოთ კონკრეტული ღონისძიებები ნიადაგის, მდგრადობის, ჰაერის, წყლის, ტყის გაუმჯობესებისათვის და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის.

თანამედროვე პირობებში სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ მდგრადი განვითარების ნაციონალური სტრატეგიები, ის აუცილებლად უნდა მოხდეს მთავრობის, ფართო მასების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის და ურთიერთშეთანხმების შედეგად. ეს ხელშეკრულება პასუხისმგებლობას აკისრებს ნაციონალურ მთავრობებს, მაგრამ მითითებულია, რომ მათ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქმიან წრეებთან, რეგიონალურ, ადგილობრივ ორგანოებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობის ფართო მასებთან, მხოლოდ პარტნიორობა გლობალურ მასშტაბში მოგვცემს საშუალებას მდგრადი განვითარებისათვის.

მდგრადი განვითარების სტრატეგიის შექმნა წარმოადგენს, საგანგებოდ შრომატევად ამოცანას, რადგანაც ეს მოითხოვს ახალ მეცნიერულ მსოფლმხედველურ მიდგომას, ტრადიციული საერთო საკაცობრიო ფასეულობების, თვალსაზრისის კოორდინირებულ შეთანწყობას და სტერეოტიპურ აზროვნებას.

მდგრად განვითარებაზე გადასვლა მოითხოვს ეკოლოგიური სისტემის ისეთ დონეზე შენარჩუნებას, რომელიც საშუალებას მისცემს ახლანდელ და მომავალ თაობას სრულად დაიკმაყოფილოს ყველა სასიცოცხლო მოთხოვნილება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მდგრადი განვთარების მიღწევაზე გავლენას ახდენს ხანგრძლივი  ადეკვატური ტენდენცია განვითარებისა. ბუნება-საზოგადოება-ადამიანი განსაკუთრებით აღსანიშნავია მდგრადი განვითარების დინამიური ხასიათი, რომ ის წარმოადგენს არა ჰარმონიულობის მდგრადობის შეუცვლელობას (მუდმივობას), არამედ პირველ რიგში ცვლილებების პროცესს, რომელშიც რესურსების ექსპლუატაციის მასშტაბები, კაპიტალდაბანდებათა მიმართულებები, ტექნიკური განვითარების ორიენტაცია და ინსტიტუციონური ცვლილებები ეთანხმებიან არსებულ და მომავალ მოთხოვნილებებს.

მდგრადი განვითარებისადმი ამჟამად არსებული მიდგომა გამომუშავდა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ის ეფუძნება განვითარების  სფეროში მუშაობის გამოცდილებას, რომელიც დაგროვდა ამ ხნის მანძილზე.

ეკონომიკური ზრდის, პროგრესის პოტენციალი რომელიც ეფუძნება მდგრად განვითარებას გულისხმობს უფრო მეტად ხარისხობრივ სრულყოფას, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ რაოდენობირვი მაჩვენებლების გაზრდას, ჭეშმარიტი ეკონომიკური პროგრესი არის მხოლოდ ისეთი პროგრესი, რომელიც ხორციელდება არა გარე სამყაროს ხარჯზე, არამედ, პირიქით, ეკონომიკური საქმიანობის შეთანხმებულების ხარჯზე და მთლიანად ადამიანთა ყოფაქცევაზე და საქმიანობაზე. 

მდგრადი ეკონომიკური განვითარება 

მდგრადი ეკონომიკურ განვითარებას საფუძვლად უდევს ეკოლოგიურად დაბალანსებულ  ეკონომიკაზე გადასვლა, რაც წარმოადგენს  აუცილებელ პირობას მდგრადი განვითარების მშენებლობისათვის. მდგრადი განვითარება ტრადიციული ეკონომიკის საფუძველზე არ შეიძლება, რადგანაც მის საფუძველზე დევს შეუზღუდავის ზრდის კონცეფცია, ასეთი ეკონომიკის ძირითადი განსხვავება ეს არის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სისტემებს შორის ურთიერთდამოკიდებულების მშენებლობა სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ურთიერთდამოკიდებულების შედეგად მიყენებული ზიანის გათვალისწინებით ტრადიციული ეკონომიკის საფუძველში დევს მომხმარებელთა ინტერესები, მათი გემოვნება, უპირატესობა, რომელთა რეალიზაცია წარმოადგენს დომინირებულ ფაქტორს განვითარებისათვის.

ეკოლოგიურად ბალანსირებული ეკონომიკა ადამიანს განიხილავს როგორც ერთ-ერთ მთავარ კომპონენტებს ეკოლოგიურ-ეკონომიკურ სისტემაში, მაგრამ გვთავაზობს, რომ ადამიანთა შეხედულებების, ინტერესების, მოთხოვნილებების განვითარება უნდა მოხდეს ბუნების ევოლუციასთან ერთად ბუნებრივი გარემოს შესაძლებლობების ფარგლებში.

ეკოლოგიურად ბალანსირებული ეკონომიკა ეფუძნება ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მისი ფუნქციონირება შესაძლებელია მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოდამზოგავი და მასალადამზოგავი ტექნოლოგიების  საფუძველზე ნარჩენების მინიმიზაციის გათვალისწინებით. ეკოლოგიურად ბალანსირებული ეკონომიკა ეყრდნობა ბუნებათსარგებლობის შემდეგი მექანიზმების განხორციელებას:

1. კომპენსირებული (რბილი) − ლიბერალურ ეკოლოგიურ ურთეირთობაში, კომპენსირებული მექანიზმი მიმართულია ნეგატიური ეკოლოგიური შემთხვევების აღმოსაფხვრელად და არა ეკოლოგიური დეფორმაციების წარმოშობის მიზეზებზე. შეესაბამება ეკონომიკის განვითარების ტექნოგენურ ტიპს.

  1. მასტიმულირებელი მექანიზმი − ეკობალანსირებული წარმოების განვითარებისათვის და საქმიანობის სახეებისათვის (ენერგო და მასალადამზოგავი;  ნარჩენების გადამუშავების დარგები).

3. მკაცრი მექანიზმი − გამოიყენებს ადმიანისტრაციულ და საბზარო ინსტრუმენტებს.

მკაცრი საგადასახადო, საკრედიტო და საჯარიმო პოლიტიკის საშუალებით ახდენს განსაკუთრებული დარგების მიმართულებების განვითარებას, რომელიც ეკონომიურად იყენებს ბუნებრივ რესურსებს. 

მდგრადი ეკოლოგიური განვითარება 

მდგრადი განვითარების ეკოლოგიურ საფუძველში დევს მთელი ეკოსფეროს საერთოდ მდგრადი ფუნქციონირება იმ აუცილებელ დონეზე რაც საჭიროა კაცობრიობის მოთხოვნილებების რეალიზაციისათვის, რადგან ეკოსისტემის მთლიანობა დედამიწაზე დამოკიდებულია თვით სიცოცხლის შესძლებლობაზე, აქ მთავარ როლს თამაშობს თვითაღდგენის უნარის შენარჩუნება. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკოსისტემის დასაშვები დატვირთვის აღრიცხვას, რადგანაც ეკოსისტემის ზენორმატიული დატვირთვისას ის კარგავს თავის შესაძლებლობას აღდგენისათვის და დაშლას განიცდის. ეკოლოგიურად მდგრადი განვითარება საშუალებას გვაძლევს სიცოცხლისუნარიანობის ორგანიზაციისათვის, რომლის დროსაც მავნე ნივთიერებების გამოფრქვევა არ უნდა აღემატებოდეს ეკოსისტემის ასიმილაციურ უნარიანობას, შესაძლებლობას.

მდგრადი ეკოლოგიური განვითარების ჩარჩოებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიომრავალფეროვნების და ბუნებრივი გარემოს (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ტყე, მცენარეული და ცხოველთა სამყარო) კომპონენტების ხარისხის იმ დონეზე არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაცვას. 

მდგრადი სოციალური განვითარება 

მდგრადი სოციალური განვითარების ძირითადი მიზანია კაცობრიობის სიცოცხლის დონისა და ხარისხის ამაღლება. განსაკუთრებული როლი ეკისრება სოციალური და კულტურული სტაბილურობის შენარჩუნებას, კერძოდ საომარი კონფლიქტების რიცხვის შემცირებას, აგრეთვე ადამიანთა შორის რესურსების სამართლიან განაწილებას, რომლებიც წარმოადგენენ კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას.

მდგრადი სოციალური განვითარების მთავარ მიზანს წარმოადგენს თანაბარუფლებიანი საზოგადოების შექმნა, სიღარიბის ლიკვიდაცია, უმუშევრობის შემცირება, პროდუქტიული დასაქმების გაფართოვება და სოციალურ ინტეგრაციაზე ზემოქმედება.

განსაკუთრებული როლი ეკისრება ადამიანის თავისუფალ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, რომელიც გავლენას ახდენს მისი სიცოცხლისუნარიანობის სფეროზე, რაც უკიდურესად საჭიროა დემოკრატიისათვის და სოციალური განვითარებისათვის.

ნაციონალურ დონეზე თითოეულ ადამიანს უფლება აქვს შესაბამისი წვდომა ქონდეს ინფორმაციაზე, რომელიც ეხება ბუნებრივ გარემოს, რაზეც განკარგვის უფლება აქვს სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის ინფორმაციაზე საშიში მასალების მოქმედებისა და წარმოშობის შესახებ და  შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცეში აქტიურად.

მდგრად განვითარებაზე გადასვლისათვის საჭირო არის, რომ ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური, პოლიტიკური ფაქტორები იყვნენ ინტეგრირებულები და განხილულ იქნენ, როგორც ერთიანი პროცესი, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებისათვის, მშვიდობის დამყარებისათვის პლანეტაზე.

განვითარების მიზნობრივი პარამეტრების დადგენა წარმოადგენს საყრდენს საერთოდ ქვეყნის ინდიკატორული განვითარების დაგეგმისათვის, აგრეთვე დარგის, რეგიონების და ეკონომიკის სუბიექტების  აღმავლობისათვის და გაძლიერებისათვის.

- აღნიშნული კონცეფციის რეალიზაცია ხელს  შეუწყობს: ცხოვრების დონის ამაღლებას და კონკურენტუნარიანი და განვითარებული ქვეყნის  სტატუსის მიღწევას;

- რესურსების ეფექტიანი გამოყენების ზრდას, რომელიც არის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი ეკონომიკური ზრდის;

- ქვეყნის მოსახლების ზრდას და შრომითი რესურსების ხარისხის გადიდებას;

- ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ანთროპოგენური ზეგავლენის შემცირებას და ,,ისტორიული” ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას;

- ქვეყნის რეგიონების განვითარების ამაღლებას;

- მდგრადი განვითარების ეგიდით სხვადასხვა  სახის რეიტინგული საერთაშორისო ფორუმების ჩატარება და გამოცდილების გაზიარება;

- ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დანერგვა, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღმავლობას;

- ტერიტორიული განვითარება ტრანსრეგიონალური ეკოსისტემური მიდგომის საფუძველზე;

- ახალი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენება;

- მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარება;

- ენერგოეფექტიანობა და ენერგოდაზოგვა;

- მდგრადი განვითარების რეგიონალური პრობლემები;

- მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების დონის ამაღლება;

- სიღარიბესთან ბრძოლა ეკოლოგიური და გენდერული ასპექტების გათვალისწინებით;

- მეცნიერებისა და განათლების შემდგომი განვითარება  მდგრადი განვითარებისათვის;

- ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და დაცვა;

- მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ეკოლოგიური საშიშროების შემცირება და გაფრთხილება;

- გაუდაბნოებასთან ბრძოლა;

- ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

- გამონაბოლქვის შემცირება, მათ შორის სასათბურე გაზების და ოზონის ფენის დამრღვევი ნივთიერებების;

- ხარისხიანი სასმელი წყლების მოხმარებაზე ხელმისაწვდომობა;

- რადიაციული და ბიოქიმიური უსაფრთხოება;

- ნარჩენების მართვა.

კონცეპციის მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური განვითარების ასპექტების ბალანსის მიღწევა, რომელიც არის საფუძველი ცხოვრების ხარისხის ამაღლების და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისათვის ხანგრძლივი პერიოდისათვის პერსპექტივაში.

ამ მიზნების მიღწევისათვის აუცილებელია მდგრადი განვითარების სფეროში შემდეგი ამოცანების რეალიზაცია:

  1. რესურსების გამოყენების ეფექტიანობის მაჩვენებლების განუხრელი ზრდა;
  2. მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა;
  3. ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსის ზრდა;
  4. საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებული რეალიზაციის უზრუნველყოფა.

მდგრადი განვითარების სფეროში მიღწევების მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს რესურსების ინტეგრაციის უზრუნველყოფა. განვითარების მექანიზემებისა და ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება.

მდგრად განვითარებაზე გადასვლის ძირითადი პრინციპები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

- მთელი საზოგადოების ჩართვა მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში;

- მდგრადი განვითარებისათვის პოლიტიკური ბაზისის შექმნა;

- უწყებათაშორისო ინტეგრაცია, სახელმწიფო მმართველობის სისტემური მიდგომა, პროგნოზირების ეფექტიანობის ამაღლება, განვითარების ძირითადი მაჩვენებლების  დაგეგმვა და რეგულირება;

- ეკონომიკური პროგრესის მიღწევა მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად ქვეყნის  ეკონომიკაში, რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება;

- მეცნიერებისა და განათლების კონკურენტიანობის უზრუნველყოფა;

- მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება და ჯანსაღი საზოგადოების შექმნა;

- ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის მიერ;

- წარმოების და მოხმარების მდგრადი მოდელების დანერგვა; 

გამოყენებული ლიტერატურ 

  1. Дрейер   О. К. ,,Экология  и   устойчивое   развитие". Москва. 2007.
  2. Морозова   В.Н.,,Мировая Экологическая политика и международное экологическое сотрудничество» Москва - 2013.
  3. Дятлов  С.А.  ,,Основы  концепции устоичивого развития» Санкт-Петербург  2008.
  4. Лосев А.В. Провадкин Г.Г. под ред. В. И.  Жукова. ,,Социальная экология». Москва – 2008.
  5. Кузнцов  С. А. Кузнцов  П. Г. Большаков  Б.Е. ,,Система природа-общество-человек. устойчевое развитие». Москва – 2012.